უცხოეთი
აშშ–ში გააქარწყლეს მითი მეორე მსოფლიო ომის შესახებ და პოლიტიკოსებს ურჩიეს, მოსკოვში გაემგზავრონ – მედია

   საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. იმის ნაცვლად, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის სიძულვილის გაღვივებით დაკავდნენ, უპრიანი იქნებოდა დემოკრატიული პარტიის ლიდერებს რუსებთან ერთად აღენიშნათ გამარჯვების დღე და პატივი მიეგოთ მილიონობით დაღუპულის ხსოვნისათვის აღმოსავლეთის ფრონტზე, – განაცხადა ჟურნალ The Nation-ის მიმომხილველმა სტივენ კოენმა.

მან აღნიშნა, რომ აშშ–მა მითიური წარმოდგენა შექმნა ომში ამერიკელების გამარჯვების შესახებ, თუმცა სინამდვილეში ჰიტლერის შეჭრის დღიდან საბჭოთა კავშირი უწევდა მას წინააღმდეგობას. ხოლო შტატები კიდევ დიდხანს ვერ ბედავდა წყნარი ოკეანის მიღმა სამხედრო წინააღმდეგობაში ჩართვას.

„9 მაისს რუსეთის ხალხმა პატივი მიაგო ფაშიზმთან ბრძოლაში 27 მილიონი დაღუპულის ხსოვნას. ამავე დროს ამერიკული ისტებლიშმენტი დაკავებული იყო „კრემლის მარიონეტების“ ძებნით და განაგრძობდა რუსეთის ხელმძღვანელობის კრიტიკას“, – დაწერა კოენმა.