საზოგადოება
ნიკოლოზ მჟავანაძე: გინდა ევროპული დაირქვით და გინდა - აზიური, მაინც „ნაციონალები“ ხართ!

   საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. უფლებადამცველმა ნიკოლოზ მჟავანაძემ  „tv პირველის" ეთერში თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირების თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" წევრები კვლავაც ახორციელებენ უკანონო ჩანაწერებს.

მოხდა ერთი საგულისხმო ფაქტი, რომელსაც არავინ მიაქცია ყურადღება. „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა წარმოადგინა ფირები, როგორ ხდება თვალთვალი. ანუნაციონალური მოძრაობა" კვლავ ვერ იშლის იმ 29 ათასი ვიდეოფაილის შექმნის ჩვევას.

ჩემთვის პირადად იგივე „ნაციონალები" ხართ, გინდა ევროპული დაირქვით და გინდა - აზიური. როგორც აღვნიშნე, წარმოადგინეს ფირები და არავის ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია. ეს ქმედება კი, რაც „ევროპულმა ნაციონალებმა" გააკეთეს, სისხლის სამართლის დანაშაულია. ესე იგი, ისინი სისტემატურად უთვალთვალებდნენ ფარცხალაძის ოჯახს. ვეტყვი ფარცხალაძეს, საძინებელი შეამოწმოს, იქნებ იქაც არის კამერები დაყენებული. "ნაციონალური მოძრაობისგან" არაფერია გასაკვირი", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.