საზოგადოება
იური ლუჟკოვი საქართველოში ვეღარასოდეს ჩამობრძანდება - ზვიად კვაჭანტირაძე

   საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის ვიზიტს ეხება, თბილისში ეხმაურებიან. მმართველ გუნდში იური ლუჟკოვის პროვოკაციულ ქმედებებზე ამახვილებენ ყურადღებას.

„ლუჟკოვის ბედ-იღბალით რომ დაინტერესდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლუჟკოვი არ იყო აქ, როგორც ჩვეულებრივი კერძო პირი ჩამობრძანებული. მისი ვიზიტი აშკარად ქმნიდა პროვოკაციულ ფონს. ჩვენ ვითხოვთ კანონის პატივისცემას და არა ისეთ განცხადებებს, როგორც ლუჟკოვმა განაცხადა, „მე მესმის, რომ დავარღვიე კანონი, მაგრამ ამისთვის მიმიფურთხებია“. ეს იყო, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელი. ის საქართველოში, ალბათ, ვეღარასოდეს ვეღარ ჩამობრძანდება“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.