პოლიტიკა
პირველად გავიგე კობახიძისგან, რომ ილიას გზა ქართული მიწის გაყიდვის „მაკლერობა“ ყოფილა! – სანდრო ბრეგაძე “ქართული ოცნების” პატრიოტ წევრებს მიმართავს

   საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. თბილისის სახელმწიფო ფილარმონიაში საკონსტიტუციო ცვლილებების  განხილვის  დროს სპიკერმა ირაკლი კობახიძემ მიწების უცხოელებზე გაყიდვასთან დაკავშირებით “ილიას გზით სიარული” მოიშველია. მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე კობახიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა:

პირველად გუშინ გავიგე კობახიძისგან, რომ ილიას გზა ქართული მიწის გაყიდვისმაკლერობაყოფილა. მართლა ძალიან მაინტერესებსთუ სად და რომელ წიგნებში ამოიკითხა  ამ ჩვენი ცოდვით სავსე პარლამენტის თავმჯდომარემ ყოველივე.

ეტყობა იმ წიგნების ყდა ილიასი იყო, ხოლო შიდა ფურცლები სერგო ორჯონიკიძის თეზისების და ასე მოატყუეს ბავშვი!

… მივმართავ “ქართული ოცნების” პატრიოტ წევრებს, ვისთან ერთადაც ერთად ვებრძოდით სააკაშვილის ავაზაკურ რეჟიმს - გიგა ბოკერიამ და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ოფიციალური განცხადებით მხარი დაუჭირეს “ქართულ ოცნებას” მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით. დღეს პირველად ღიად ჩვენს წინააღმდეგ ერთ პოზიციაზე დადგნენ ხელისუფლება, ნაცები, ბოკერია და “გირჩი”. მინდა მივმართო “ქართული ოცნების” პატიოსან და პატრიოტ წევრებს - ნუთუ არ გიქმნით უხერხულობას, რომ სააკაშვილ-ბოკერიას ხროვასთან ერთად ხელჩაკიდებულებს გიწევთ ქართული მიწის გაყიდვის ლობირება. ძმებო და დებო, გთხოვთ მოიწვიეთ “ოცნების” ყრილობა და გაემიჯნეთ ქართული მიწის გამყიდველებს”, - წერს სანდრო ბრეგაძე.