აქტუალური
კონსტიტუციის ახალი პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის მე–11 ეტაპის ჩატარების დროსა და ფორმაზე საორგანიზაციო კომისია იმსჯელებს

   საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. მმართველ გუნდს ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, თუ რა ფორმით გაიმართება საყოველთაო სახალხო განხილვის დასკვნითი მე–11 ეტაპი, რომელიც გასულ კვირას თბილისში, სახელმწიფო ფილარმონიის შენობაში ჩაიშალა. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ განხილვა მიმდინარე კვირაში ჩატარდება.

ასევე უცნობია, შეიტანს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის ახალ პროექტში ცვლილებებს. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები კანონპროექტის სახით პარლამენტში დაბრუნდება.

საორგანიზაციო კომისია შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით და სად ჩატარდება შეხვედრა“, - განაცხადა გიგა ბუკიამ.

კვლავ პლებისციტის ჩატარების აუცილებლობაზე ლაპარაკობს “ევროპული საქართველო”.

„საზოგადოება მხარს არ უჭერს კონსტიტუციის იმ პროექტს, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა და ეს საყოველთაოდ ცნობილია. ამიტომ ეს მკაფიო გზავნილი საზოგადოებისგან “ქართულმა ოცნებამ” ყურად უნდა იღოს“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.