აქტუალური
მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და მიწის გასხვისება - მმართველ გუნდში საერთო პოზიციაზე ვერ თანხმდებიან

   საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. კონსტიტუციის პროექტის რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, მათ შორის არის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის აკრძალვა.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ ამ საკითხებზე კონსესუსის მოძებნა გუნდში შესაძლებელია.

აუცილებლად უნდა გაჩნდეს ჩანაწერი კონსტიტუციაში, ვინაიდან ჩვენ გვქონდა არაერთი სადავო შემთხვევა. ამიტომ, ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ ეს შანსი, როდესაც ხდება კონსტიტუციის გადახედვა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ სპეკულაციების შესაძლებლობები აღარ იყოს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ  ოთარ დანელიამ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის  თავმჯდომარის პირველ მოადგილეს დიმიტრი ხუნდაძეს კი მიაჩნია, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ამ ეტაპზე არასწორია.