სამართალი
შსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავა

   საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს მეოთხე განყოფილების სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი „სადახლოს“ თანამშრომლებმა ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი . . დააკავეს.

ს. ბ-ს ბრალი ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 463-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც მკვლელობას გულისხმობს.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.