უცხოეთი
ლავროვი ტრამპთან მისი შეხვედრის ამსახველი ფოტოს გარშემო ატეხილმა ხმაურმა გააკვირვა

  საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი.  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა არ იცის, რატომ მოჰყვა სკანდალი მის ფოტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

"თეთრმა სახლმა განმარტა, რომ არავითარი სკანდალი არ ყოფილა. ფოტო ადმინისტარციის ვებ-გვერდზე პროტოკოლის თანახმად არის გამოქვეყნებული" - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

როგორც ცნობილია, 10 მაისს ლავროვის და ტრამპის შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგ მინისტრის და პრეზიდენტის ფოტო საჯაროდ გამოქვეყნდა როგორც ოფიციალურ ვებ-გვერდებზე, ასევე ინტერნეტში გავრცელდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეშფოთება ამერიკული სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომლებმა გამოთქვეს. ისინი აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში, შესაძლოა ფარული მოსმენის აპარატურა შეიტანეს.

ტელეკომპანია CNN-მა კი თეთრი სახლის ანონიმური წყაროს ციტატაც გააჟღერა, რომლის თანამხმად "რუსებმა ვაშინგტონი კვლავ მოატყუეს".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აღნიშნული სკანდალი ამერიკული მედიის "ინტელექტუალური აგონიაა".