საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს პეკინის საერთაშორისო ფორუმში იღებს მონაწილეობას. რუსული სააგენტო РИА-ს ცნობით, აბრეშუმის გზის სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტი უკვე შეხვდა ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს.
სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს. ფორუმის მონაწილე ქვეყნები თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ.
“ერთი სარტყელი - ერთი გზის“ საერთაშორისო ფორუმზე მიიღეს დეკლარაცია „აბრეშუმის გზის პროექტის“ განვითარების დაფინანსების სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ. ფორუმში ქართული დელეგაციას მონაწილეობს, ვიცეპრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით. დეკლარაციას მიუერთდნენ ე.წ. აბრეშუმის გზის სივრცის შემადგენელი სახელმწიფოები.
აბრეშუმის გზის სამიტი ჩინეთის ინიციატივით 2013 წლიდან იმართება და მიზნად აზიის, აფრიკის და ევროპის ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს, რაც მილიარდობით დოლარის ინვესტიციებს გულისხმობს.