საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. აშშ–ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მინისტრების საქმიანობას საშუალოდ აფასებს.
კითხვაზე - როგორ შეაფასებდით მთავრობის საქმიანობას - პასუხები ასე გამოიყურება:
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (დავით სერგეენკოს) საქმიანობას ძალიან კარგად - 9%, კარგად - 34%, საშუალოდ - 36%, ცუდად კი 10% აფასებს.
იუსტიციის სამინისტრო (თეა წულუკიანი) 4% - ძალიან კარგად, 29% - კარგად, 40% - საშუალოდ, 13% - ცუდად, 2% კი ძალიან ცუდად აფასებს.
თავდაცვის სამინისტრო (ლევან იზორია) ძალიან კარგად - 2%, კარგად - 21%, საშუალოდ -40%, ცუდად - 12%, ძალიან ცუდად კი 2% აფასებს.
ენერგეტიკის სამინისტრო (კახა კალაძე) – 3% ძალიან კარგად, 26% - კარგად, 40% - საშუალოდ, 19% - ცუდად, ხოლო 4% ძალიან ცუდად აფასებს.
განათლების სამინისტრო (ალექსანდრე ჯეჯელავა) 3% ძალიან კარგად, 24% - კარგად, 40% - საშუალოდ, 16% - ცუდად და 5% ძალიან ცუდად აფასებს.
შს სამინისტრო (გიორგი მღებრიშვილი) 1% ძალიან კარგად, 19% - კარგად, 44% - საშუალოდ, 15% - ცუდად, ხოლო 3% ძალიან ცუდად აფასებს.
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის საქმიანობას 1% ძალიან კარგად აფასებს, 13%-ს მიაჩნია, რომ სახელმწიფო მინისტრი საკუთარ საქმიანობას კარგად ახორციელებს, 42% ფიქრობს, რომ საშუალოდ, 9%-ის აზრით, ცუდად, ხოლო 1% მიიჩნევს რომ ძალიან ცუდად.
კითხვაზე - რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ არსებული ხელისუფლება ახორციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, პასუხები ასე განაწილდა:
სრულად ვეთანხმები - 8%, ნაწილობრივ ვეთანხმები - 41%, ნაწილობრივ არ ვეთანხმები - 20%, საერთოდ არ ვეთანხმები - 28%.
NDI-ის მიერ საზოგადოებრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს პრინციპით აპრილში ჩატარდა და მასში საქართველოს მასშტაბით 2 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.