საზოგადოება
NDI: გამოკითხული მოსახლეობის 47% მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას ემხრობა

   საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი გუშინ, 15 მაისს გახდა ცნობილი. აშშ–ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა შედეგები სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა. აქცენტი ქვეყნის მიმართულებასთან, მიმდინარე მოვლენებთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ მიგნებებზე გაკეთდა.

საქართველოში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას 47% ემხრობა - ამის შესახებ ნათქვამია NDI-ის გუშინ გამოქვეყნებულ კვლევაში.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, კითხვაზე: უნდა შევინარჩუნოთ თუ არა პარლამენტში მაჟორიტარი კანდიდატები, 47%-მა უპასუხა - დიახ, 28%-მა კითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა, ხოლო 24%-მა განაცხადა, რომ არ იცის.

საზოგადოებრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს პრინციპით აპრილში ჩატარდა და მასში საქართველოს მასშტაბით 2 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.