სამართალი
საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა მ.კ. და გ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მ.კ-მ და მისმა მეგობარმა გ.გ-მ მიმდინარე წლის 9 აპრილს თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე მ.კ-ს ბაბუას ჯ.კ-ს, ანგარების მიზნით, მისსავე საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, შემდეგ დანაშაულის დასაფარავად ბინაში ხანძარი გააჩინეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.