პოლიტიკა
საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. შესაბამის ხელშეკრულებას პეკინში ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა ჟუნ შანმა. ამის შესახებ “ინტერფაქსი” საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
ამგვარად, ჩინეთმა ქართულ პროდუქციას მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზარი გაუხსნა, რომელიც 1,4 მილიარდ მომხმარებელს მოიცავს. დოკუმენტის თანახმად, ქართული პროდუქციისა და მომსახურების 95%-ის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე, განულებული ტარიფით მოხდება.