აქტუალური
NDI: 67% - სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს, როგორ იხარჯება ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა

   საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. აშშ–ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გუშინ, 15 მაისს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 67% ფიქრობს, რომ სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს, როგორ იხარჯება ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, 22% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო 11%-მა არ იცის.

გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ეკლესიისთვის ყოველწლიურად 25 მილიონი ლარის გამოყოფა. 14%-ის აზრით, სახელმწიფომ უნდა გაზარდოს თანხის ოდენობა, 20% ფიქრობს, რომ ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის რაოდენობა უნდა შემცირდეს, ხოლო 8%-ის აზრით, სახელმწიფომ ეკლესიისთვის თანხის გამოყოფა უნდა შეწყვიტოს.

კვლევის საველე სამუშაოები პირისპირ ინტერვიუს პრინციპით 2017 წლის 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2,493 რესპონდენტი წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა და როგორც ირწმუნებიან, საშუალო ცდომილება +/–2,7%–ს შეადგენს.