აქტუალური
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში თადარიგის ოფიცრის დავით სიხარულიძის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

   საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დონეცკის რეგიონის სოფელ ნოვოლუგანსკოესთან საბრძოლო დავალებისას დაღუპული თადარიგის ოფიცრის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს.

1973 წელს დაბადებული დავით სიხარულიძე 2010-2014 წლებში კრწანისის სასწავლო ცენტრში, განათლების სარდლობაში მსახურობდა. 2014 წელს მან შეიარაღებული ძალები საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა”.