პუბლიკაციები
ლომი რომ იყო,
ჯუნგლის კანონს სისხლით ათრობდა,
კურდღლად ქცეული,
შენდობისგან სითბოს ნატრობდა.
ვისაც რა აწყობს,
იმ მოტივზე მომართავს მღერას;
ძალაც კანონებს
თავის სარგო მოდაზე კერავს.
როდის ყოფილა,
ცხვარს მოუხდეს აფთრის ნათქვამი;
ვინც ძლიერია,
მისი აფრით დაქრის მართალი.
ლომი იყო და
ძალადობა სწორად ჩათვალა;
კურდღლად იქცა და
ვეღარ უგებს წყრომას სათვალავს.