საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. დემოკრატები საპრეზიდენტო არჩევნებში თავიანთი მარცხის გამართლებას ცდილობენ, რაც რუსეთში მხოლოდ სიცილს იწვევს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს.
„რუსეთი იმაზე იცინის, თუ როგორ ცდილობენ დემოკრატები არჩევნებში დამარცხების გამართლებას", - წერს ტრამპი. აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა რუსეთი ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში არაერთხელ დაადანაშაულეს.
იანვარში, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა ანგარიში მოამზადა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის მიზანი არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჰილარი კლინტონის დამარცხება იყო.
თავად კლინტონმა, რომელმაც 8 ნოემბრის არჩევნები წააგო, საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი რუსეთთან კავშირში არაერთხელ დაადანაშაულა. როგორც ცნობილია, საარჩევნო პროცესში რუსეთის სავარაუდო ჩარევის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებაც დაიწყო.