საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში ჩამოსვლას ისევ აპირებს, როგორც მან „რია ნოვოსტის“ განუცხადა, საქართველოს სექტემბერში ისევ ეწვევა და იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ,,ველურ გადაწყვეტილებებს" არ მიიღებს .
„საერთოდაც, ჩემს საყვარელ საქართველოში სექტემბერში კიდევ ერთხელ ვაპირებ ჩასვლას. დაპატიჟებული ვარ ჩემი ახლობელი ქართველის შვილიშვილის ქორწილში. მინდა, რომ მეუღლესთან, ოჯახთან ერთად ვნახო ქართული ქორწილი. ეს საინტერესოა, ეს ყოველთვის მასშტაბური და ლამაზია. თუკი ეს არ გამოვა საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო, ვფიქრობ, რომ დავიცდით - დავუცდით სხვა დროებს, ისინი აუცილებლად იქნება და ასეთ ველურ გადაწყვეტილებებს, ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ხელმძღვანელობა არ მიიღებს და არც უნდა მიღოს“, - განუცხადა „რია ნოვოსტის“ ლუჟკოვმა.