საზოგადოება
ქართველ მუსლიმთა კავშირი საპროტესტო აქციებს აანონსებს

   საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. ქართველ მუსლიმთა კავშირს ბათუმის მერიამ აბაშიძის ქუჩაზე მეჩეთის მშენებლობაზე უარი უთხრა. ამის შესახებ განცხადება ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ გააკეთა. ტარიელ ნაკაიძის თქმით, ტერიტორია მუსლიმმა მრევლმა შემოწირულობის შედეგად შეიძინა, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც მერიას უკვე გადაეცა.

ბათუმის მერიისგან მივიღეთ უარი ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს არის უპასუხისმგებლო, პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, აქ არანაირი მიზეზი არ აქვს მერიას თავის გადაწყვეტილებაში დასაბუთებული, რომ ჩვენ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას ვერ შევძლებთ.

რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და ასევე დავგეგმავთ პერმანენტულ აქციებს“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.