პოლიტიკა
NDI: ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს აშშ -35%, რუსეთი - 10%, თავად საქართველო –12%

   საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. აშშ–ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველი ნაწილი ცნობილია.

კითხვაზე - რომელი ქვეყანაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვას უზრუნველყოფს - 35% ამერიკის შეერთებულ შტატებს ასახელებს, 10% - რუსეთს, ხოლო 12% - საქართველოს.

11%-ს მიაჩნია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, 41% ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება, 21% ნაწილობრივ არ ეთანხმება, 22% კი საერთოდ არ ეთანხმება.

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.