აქტუალური
NDI: საქართველოში დემოკრატია – 51%, საქართველოს უსაფრთხო ქვეყანაა – 52%

   საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. აშშ–ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 52%-ს მიაჩნია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. 82% მხარს უჭერს სავალდებულო სამხედრო სამსახურს, 48%-ს კი მიაჩნია, რომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, ქალიშვილის გადაწყვეტილებას იმსახუროს სამხედრო სამსახურში, მხარს 41% დაუჭერდა, 53% კი წინააღმდეგი იქნებოდა. ვაჟიშვილის გადაწყვეტილებას - იმსახუროს სამხედრო სამსახურში, მხარს 89% უჭერს, ხოლო წინააღმდეგი მხოლოდ 9%-ია.

კითხვაზე - არის თუ არა საქართველოში ამჟამად დემოკრატია - გამოკითხულთა 51% პასუხობს, რომ არის, 40%-ს კი მიაჩნია, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.