უცხოეთი
საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. სახალხო დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ განაცხადა, რომ ინდოეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ამის შეახებ უკრაინული მედია აცხადებს.
– ინდოეთში პირველად ვარ და ერთი შეხედვით ესქვეყანა არცთუ სასიამოვნოდ მომეჩვენა. ბუნება და არქიტექტურა ერაყისას ჰგავს, ოღონდ ომი არ არის. ყველგან სიბინძურე, სიცხე და დახუთულობაა, – აღნიშნა სავჩენკომ.
სავჩენკოს განცხადებით, იგი მოხარულია,რომ მაისის დღესასწაულებს უკრაინიდან მოშორებით ატარებს.ამასთან, მისი თქმით, სამიტის ჩაატრების ადგილი, რომელშიც იგი მონაწილეობს, კურორტს ჰგავს.
–კიდევ ერთი პლუსი ის არის, რომ "გულისამრევ" "ევროვიზიას" არვნახავ და ჩემს დაბადების დღეს მოვლენების ცენტრიდან მოშორებით გავატარებ, – განაცხადა მან.