პოლიტიკა
ყაზახური ავიაკომპანია საქართველოში ახალი მიმართულებით ფრენებს იწყებს

   საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი.  ყაზახური ავიაკომპანია “SCAT Airlines” საქართველოში ფრენებს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელებს. ავიაკომპანია აქტაუდან ქუთაისის მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს.

აქტაუ-ქუთაისი-აქტაუს საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები 22 მაისიდან ზაფხულის ბოლომდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება;

აქტაუ-ბათუმი-აქტაუს მიმართულებაზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 ივნისიდან ასევე ზაფხულის ბოლომდე, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას განხორციელდება;

რეგულარული რეისები Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

აქტაუ-ქუთაისი-აქტაუ წარმოადგენს ახალ მიმართულებას “SCAT Airlines”-სთვის. აქტაუ-ბათუმი-აქტაუს საჰაერო ხაზზე ოპერირება კი ყაზახურმა ავიაკომპანიამ გასულ წელს დაიწყო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა 5 მაისს მიანიჭა.