საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ფასანაურში მოსახლეობის პროტესტს პასუხობს. მისი მტკიცებით, ადგილობრივებთან არაერთი კონსულტაციაა გამართული ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანაზე და დღეს მათ უსაფუძვლო პროტესტისკენ არასამთავრობო ორგანიზაციები უბიძგებენ.
„ეს არის გარკვეული დაჯგუფება არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით - "მწვანე ალტერნატივა", ვინც აბუნტებს იქ გარკვეულ ადამიანებს და შეჰყავთ შეცდომაში. იძლევიან არასწორ ინფორმაციას, თითქოს ეს ელექტროგადამცემი ხაზები არის დამაზიანებელი. თან მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხაზები დაშორებულია მოსახლეობიდან დაახლოებით 100-150 მეტრით, არის ერთი კონკრეტული მონაკვეთი, სადაც 40 მეტრია დაშორება, ანუ ყველანაირ სტანდარტში ჯდება. ასე რომ, ვერავინ ვერ შეაჩერებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროექტს“, - განაცხადა კალაძემ.