სამართალი
პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები დააკავა

   საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები - მალხაზ ღვინიაშვილი, ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გუგუციძე, დავით ჩიხლაძე და დავით ნოზაძე დააკავეს. ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოლეგ ფაცაცია კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული. 

საქმე 2011-2012 წლებში მუშაობის პერიოდს ეხება.