სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

   საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა .., .., .., .. და .. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ფოთში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს: თვითნაკეთი პისტოლეტი მჭიდითა და 5 საბრძოლო ვაზნით, GOLD STAR-2002-ის მოდელის პისტოლეტი მჭიდითა და 1 საბრძოლო ვაზნით, თვითნაკეთი ერთლულიანი, გლუვი ლულის მქონე ცეცხლსასროლი იარაღი 1 საბრძოლო ვაზნით, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი მჭიდითა და 2 საბრძოლო ვაზნით, COMBAT-PP-ის მოდელის პისტოლეტი მჭიდითა და 1 საბრძოლო ვაზნით.