უცხოეთი
მოლდოვა რუსეთს ნატოში არ გაცვლის! ევროპული ღირებულებები არ გვჭირდება! – იგორ დოდონი

   საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. მოლდოვა ნეიტრალიტეტს დაიცავს და ნატოში გაწევრიანებაზე უარს იტყვის. ამის შესახევ ქვეყნის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

არის რამდენიმე საკითხი, რომელიც არ განიხილება. ჩვენ უარს ვამბობთ სხვა ქვეყნებთან ალიანსში გაერთიანებასა და ნატოში გაწევრიანებაზე. ჩვენ ნეიტრალიტეტისა და მართლმადიდებლობის ერთგულნი ვრჩებით. ევროპული ღირებულებები არ გვჭირდება. ჩვენს ინტერესებში რუსეთთან მეგობრობა შედის“,-აღნიშნა მოლდოვის ლიდერმა.