საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. დნეპროპეტროვსკში დიდების ძეგლთან დაპირისპირება მოხდა საბჭოთა სიმბოლიკის გამო, – იტყობინება „რია უკრაინა“. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ატო–ს (ანტიტერორისტული ოპერაცია) ბოევიკებმა კოლონის მონაწილეებისგან, რომლებიც დიდების მემორიალისკენ მიემართებოდნენ, მოითხოვეს კომუნისტურ სიმბოლიკიანი დროშების იქიდან მოცილება. თვითმხილველი ტიმ ჟელდაკი თავის ფეისბუქ–გვერდზე ირწმუნება, რომ დაშავდა 20–ზე მეტი ნაციონალისტი.
უწინ ცნობილი გახდა კომუნისტური სიმბოლიკის გამო დაპირისპირების შესახებ ხარკოვში, მელიტოპოლში, ზაპოროჟიესა და კიევში (ვიდეო იხ. აქ და აქ).
ქსელში ასევე გამოჩნდა კადრები, თუ როგორ ღირსეულად გაუმკლავდნენ ავღანელი მეომრები ნაციონალისტებს ქალაქ ნიკოლაევში.
მე–40 არმიის დროშის ქვეშ ავღანეთში ნამყოფი მებრძოლები „უკვადვ პოლკთან“ ერთად გამოვიდნენ, რათა მარადიულ ცეცხლთან და ოლშანსკელების ძეგლთან ყვავილები მიეტანათ. ნაციონალისტები ხელის შეშლას შეეცადნენ, მაგრამ მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ – ავღანეთის ომის ვეტერანებმა თავდამსხმელები მიწაზე წამოაქციეს და „უკვდავ პოლკთან“ მიახლოების საშუალება არ მისცეს.