საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაანთავისუფლა.
თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ტრამპი გენერალური პროკურორის ჯეფ სეშნსის და მისი მოადგილეს როდ როზენსტინის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობდა.
„დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა ჯეიმს კომს ამცნო, რომ იგი თანამდებობიდან დათხოვილია.“-ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
„ფედერალური ბიურო-მეტად საპატიო და მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, დღევანდელი დღე კი ჩვენი სამართალდამცავი სისტემის ახალი ეტაპის დასაწყისია.“-განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ჯეიმს კომი ტრამპის წინასაარჩევნო შტაბისა და რუსეთის მხარეს შესაძლო კავშირს იძიებდა.
ტრამპის წერილში ნათქვამია, რომ კომის „ ბიუროს ეფექტური მართვის უნარები“ არ გააჩნია. თავად კომიმ მისი თანამდებობიდან გაშვების ამბავი ლოს-ანჯელესში, ფედერალური ბიუროს ახალი მუშაკების კამპანიის მსვლელობისას შეიტყო.