სამართალი
შსს-მ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

   საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი .., ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოს (წითელი ხიდი) მეექვსე სასაზღვრო სექტორის (სადახლო) დასაცავი მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 140 აბი პირალგინი, რაც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნარკოტიკულ ნივთიერება კოდეინის მარილს შეიცავს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოჰქონდა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.