საზოგადოება
სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ამ მკვლელობებზე - უჩა ნანუაშვილი ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

   საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი.  ტყიბულის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევას საქართველოს სახალხო დამცველი "მკვლელობას" უწოდებს.

ომბუდსმენი  ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ პირს, ვინც საქართველოში შრომის ინსპექტირების შექმნის აუცილებლობას არ იზიარებს.

„ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის მკვლელობა. სახალხო დამცველი 4 წლის განმავლობაში იმეორებს რეკომენდაციას, რომ ქვეყანაში აუცილებელია, შეიქმნას ეფექტური შრომის ინსპექცია. სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ამ მკვლელობებზე. დადგა დრო, როდესაც სახელმწიფომ უნდა გადახედოს მდგომარეობას, რაც ქვეყანაში არსებობს ამ მიმართულებით. გარკვეული სანქციები უნდა იყოს იმისათვის, რომ მინიმალური სტანდარტები უსაფრთხოების იყოს დაცული ქვეყანაში“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.