საზოგადოება
ყველა დამნაშავე პირი იქნება დასჯილი - გიორგი გახარია მეშახტეების დაღუპვაზე

   საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარია გააკეთა.

დაღუპულების ოჯახებს ყველა სახის კომპენსირება გაეწევა როგორც კომპანიისგან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. რაც მთავარია, ჩატარდება მაქსიმალურად ღია გამოძიება და გამოძიების შედეგების შესაბამისად ყველა დამნაშავე პირი იქნება დასჯილი.

დღეს, ალბათ, არ არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ აქ უნდა ვეძებოთ მტყუან-მართალი. დღეს არის ის მომენტი, როდესაც ამ ქალაქს, მაღაროელებს დავუდგეთ გვერდით და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ოჯახის წევრებს და ამ მაღაროელების საზოგადოებას ეს ტრაგიკული დღე და ტრაგიკული მოვლენა, ეს ტკივილი რაც შეიძლება, შევუმსუბუქოთ“,  - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ  უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტში 9 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. როცა მეშახტეები სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, მოწყობილობა მოწყდა და შახტში ჩავარდა.