საზოგადოება
მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან - “საქნახშირის” გენერალური დირექტორი

   საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევისას  გარდაცვლილთა ოჯახებს კომპანია “საქნახშირი” კომპენსაციას გადაუხდის. ამის შესახებ განცხადება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა გააკეთა.

მინდა, დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო. ასევე მინდა, მივუსამძიმრო კოლექტივს. ძალიან კარგი, პროფესიონალი წევრები დავკარგეთ. კომპანიას რაც შეეხება, ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან. კომპანია მზად არის, კომპენსაცია და დახმარება გაუწიოს ოჯახის წევრებს“, - განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

შეგახსენებთ, რომ  უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტში 9 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. როცა მეშახტეები სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, მოწყობილობა მოწყდა და შახტში ჩავარდა.