აქტუალური
ეროვნული ბანკი ინფლაციის კლებას რამდენიმე თვის შემდეგ ელოდება

inflationX2010 წლის ბოლოს წლიურმა ინფლაციამ 11,2 პროცენტი შეადგინა. ამ მაჩვენებელში სურსათის გაძვირების წილი 9,5 პროცენტული პუნქტია. ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლა მცირეა. ამავე დროს სურსათის გაძვირება ინფლაციის მოლოდინის ზრდას უწყობს ხელს. არსებული პროგნოზებით ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი წლის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში შენარჩუნდება და შემდეგ დაიწყებს შემცირებას. საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონემდე შემცირებას ეროვნული ბანკი ფულადი აგრეგატების წლიური ზრდის ტემპის შემცირებით ვარაუდობს. წლის განმავლობაში მოსალოდნელია, რომ ფულადი მასის ზრდის ტემპი 20–25 პროცენტის ფარგლებში იქნება. ეკონომიკური სფეროს ანალიტიკოსების აზრით კი, ინფლაციის შემცირებისთვის მხოლოდ ფულადი აგრეგატების შემცირება საკმარისი არ არის. ამის თაობაზე საქინფორმს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძე ესაუბრა.