აქტუალური
პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე დაკავებული სამივე პირი თავისუფალია

   საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი.  პროცესი 19 მაისს გაგრძელდება. დაკავებულთა ადვოკატის განცხადებით, მიზეზი სასამართლო სხდომაზე შს სამინისტროს მიერ ვიდეომტკიცებულებების წარდგენა გახდა.

„ჩვენ არ ვიცნობდით საქმის მასალებს, ვიშუამდგომლეთ საქმის გადადების თაობაზე იმისთვის, რომ შეგვძლებოდა, გავცნობოდით საქმის მასალებს და შეგვძლებოდა, წარგვედგინა ალტერნატიული მტკიცებულებები“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა ანა ნასრიშვილმა.

ამ ადამიანებმა, ვინც დაკავებულები იყვნენ, დაკარგეს ძმები და ბუნებრივია, ემოციებთან დაკავშირებით არსებობს ახსნა. აქედან გამომდინარე, მათი დაკავება, მათი გასამართლება და ასე შემდეგ იმ დროს, როდესაც ყველაფერი გაკეთდა ამ სახელმწიფოში იმისთვის, რომ კაპიტალს ებატონა, იმისთვის, რომ ასე უბრალო მდგომარეობაში ხალხი იქნეს დაშავებული და გარდაცვლილი, ვფიქრობ, ამორალურია“, - განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.

აქციის 3 მონაწილე პარლამენტის შენობასთან 9 მაისს დააკავეს. ისინი ქვეყანაში შრომის ინსპექციის არარსებობას აპროტესტებდნენ და ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდნენ. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს.