აქტუალური
საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. ტყიბულის შახტიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. სამაშველო სამუშაო, რომელიც 14 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულებულია.
უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტში 9 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. მეშახტეები სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, როცა მოწყობილობა მოწყდა და შახტში ჩავარდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.