უცხოეთი
მოსკოვის განცხადებით, აშშ–სთან ურთიერთობებში მთავარი ტრამპის პოზიციაა

   საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. აშშ–სთან ურთიერთობებში მოსკოვის ორიენტირი სახელმწიფოს მეთაურის დონალდ ტრამპის პოზიციაა და არა მისი ადმინისტრაციის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

ძალიან მიჭირს პასუხის გაცემა იმაზე, თუ რატომ ჟღერს დიამეტრულად ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები ადმინისტრაციის სხვადასხვა წარმომადგენლის პირიდან, შესაძლოა ისინი ჯერ ვერ შეთანხმებულან“, – განაცხადა მან ტელეკომპანია „მირ“–თან ინტერვიუში.

ჩვეულებრივ, ჩვენ ორიენტირებული ვართ მთავარ მოქმედ პირზე – ამ შემთხვევაშ ეს აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, რომელმაც ძალიან მაღალი შეფასება მისცა ტილერსონის ვიზიტს მოსკოვში, თავის ამასწინანდელ სატელეფონო საუბარს პრეზიდენტ პუტინთან და გამოხატა მზაობა, გაძლიერდეს ჩვენი ძალისხმევა ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, რაც საერთო ინტერესების საგანს წარმოადგენს“, – აღნიშნა ლავროვმა.