უცხოეთი
ლავროვი: უკრაინის ნატო-ში გაწევრების გეგმა ჩავარდა

   საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისა და ყირიმის გამოყენებით რუსეთის სამხედრო იზოლაციის გეგმა ჩავარდა, საპასუხოდ კი ალიანსმა რუსეთთან ურთიერთობები გაყინა, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. 

სერგეი ლავროვის თქმით, ნატო უკრაინის საკუთარი გავლენის ზონაში სრულ მოქცევას ცდილობდა, რაც ვერ განხორციელდა.