პოლიტიკა
დიადი გამარჯვების დღესასწაულს უიღბლო პრემიერი კვირიკაშვილი აშშ-ში შეხვდა - უიღბლო ჯარისკაც მაკკეინთან ერთად

   საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული სიტუაცია განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე.

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ის საკანონმდებლო აქტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ გაკეთებული ჩანაწერის მნიშვნელობა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

სენატორ მაკკეინის თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი გვერდით უდგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გლობალური უსაფრთხოების დაცვაში და ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს მიერ მიერ შეტანილ წვლილსაც.