უცხოეთი
პუტინმა ბაიკერ „ქირურგს“ 9 მაისი მიულოცა

   საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. ბაიკერების კლუბის „ღამის მგლები“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ზალდოსტანოვი (ქირურგი) თავის თვითერზე იტყობინება, რომ 3 მაისს პერსონალური მილოცვა მიიღო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისაგან გამარჯვების დღესთან დაკავშირებით:

პატივცემულო ალექსანდრე სერგეის ძევ!

გილოცავთ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 72–ე წლისთავს. 1945 წლის 9 მაისი სამუდამოდ დარჩება ისტორიაში და ჩვენი ხალხის მეხსიერებაში ნაციონალური ტრიუმფის დღედ, მშვიდობის, სიკეთისა და სამართლიანობის ზეიმად. ჩვენ გულწრფელად ვამაყობთ ჩვენი მამა–პაპების გმირობით, რომლებმაც მედგრად გაიარეს ყველა გამოცდა, გაუძლეს და შეინარჩუნეს სამართლიანი საქმის რწმენა.

გისურვებთ წარმატებებსა და ყველაფერ საუკეთესოს.

ვ. პუტინი
2017 წლის 9 მაისი“.