სამართალი
დაღუპული მყვინთავების ახლობლები საქმის შესწავლას ითხოვენ

skadovskiყულევში დაღუპული თურქი მყვინთავების ნათესავები დღეს ზუგდიდში ჩავიდნენ. ისინი დილიდან ადგილობრივ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროსთან შეიკრიბნენ.

გარდაცვლილებს სამშობლოში, სავარაუდოდ, დღეს გადაასვენებენ.

პროზექტურაში მივიდა, ასევე, ტრაგედიის ერთ-ერთი თვითმხილველიც. მან განაცხადა, რომ ყულევში უბედური შემთხვევა მოხდა და ჩვენება სამართალდამცავ ორგანოებსაც მისცა.

გარდაცვლილების ახლობლები საქმის შესწავლასა და ექსპერტიზას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის მოქალაქეები ერქან კარსკი და მურად ქარაოღლი თურქული კომპანია "ქუზეინ მარილის" თანამშრომლები იყვნენ. უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი წყალქვეშ შემდუღებელი აპარატით მუშაობის დროს ჩაძირულ გემზე დაგროვებული აირის ან ნავთობ-პროდუქტების აფეთქება გახდა.

ცნობისთვის, უკრაინული გემი "სკადოვსკი" ნაპირის გასაღრმავებელი სამუშაოების ჩატარებისას ჩაიძირა.