უცხოეთი
საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. "უკვდავი პოლკის" მსვლელობა ნიუ იორკში მესამედ გაიმართა. შაბათს ათასზე მეტმა ადამიანმა, სიმღერით "День Победы", მარშით ჩაიარა მდინარე ჰუძონის სანაპიროს გასწვრივ, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების მემორიალისკენ. 8 კოლონასთან, ბრძოლის ველზე დაღუპული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების სახელებით, დადგნენ საბჭოთა ვეტერანების შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები თავიანთი დაღუპული ნათესავების ფოტოებით. ეს ერთიანობა თითქოს ხაზს უსვამდა გამარჯვების სულისკვეთებას, რომელიც იმ საზარელ ომში მართლაც საერთო იყო.
აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, ყვავილებით შეამკეს მემორიალი და ცაში გაუშვეს საჰაერო ბურთები სიმღერის – "Журавли" ფონზე.