აქტუალური
ქუთაისი რჩება საპარლამენტო ქალაქად - ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის დაწყებისას განაცხადა.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი საარჩევნო სისტემის ცვლილებას და პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას ითვალისწინებს. პროექტში ამოღებულია ის თავი, რომელიც პარლამენტის ადგილმდებარეობას განსაზღვრავს.

ქართული ოცნება” ქუთაისს უკარგავს საპარლამენტო ქალაქის სტატუსს. ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ამოიღეს ქუთაისი, როგორც საპარლამენტო დედაქალაქი კონსტიტუციის პროექტიდან. მეორე ის , რომ მათ შემოგვთავაზეს სრულიად მიუღებელი საარჩევნო სისტემა, რომელიც მოახდენს პირველ ადგილზე გასული პარტიის ძალაუფლების უზურპაციას. ეს არის მოდელი, რომელიც არის მუსოლინის დროს შემუშავებული“, - განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ–ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.

მმართველი გუნდის წევრებმა კი განაცხადეს, რომ ბრალდებები, თითქოს ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი ერთმევა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჩვენ ამის განხილვას ვაგრძელებთ, ვისმენთ ხალხის აზრს და ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას“, - აცხადებს “ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე.