სამართალი
საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს: ნ.მ. და ო.თ. - განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო ბ.ჩ. - დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.მ-მ და ო.თ-მ თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო ნაცნობი - 1991 წელს დაბადებული გ.შ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიყენებული ჭრილობების შედეგად გ.შ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან 13 მასრა და 5 ცალი ტყვიის გულის ფრაგმენტი ნივთმტკიცებად ამოიღო.