უცხოეთი
რუსეთი და თურქეთი თითქმის ყველა ურთიერთსავაჭრო შეზღუდვას მოხსნიან

   საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. თურქეთიდან რუსეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შემოტანაზე შეზღუდვები მოიხსნება, გარდა პამიდორისა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პუტინის განცხადებით, თურქულ პამიდორზე შეზღუდვები მას შემდეგ მოიხსნება, რაც რუსი ინვესტორები ბაზრის დახურვასთან დაკავშირებით გაკეთებულ ინვესტიციებს გამოისყიდიან.

რუსეთში თურქული ბოსტნეულის შეტანა იზღუდებოდა. ქვეყნებს შორის ურთიერთობა 2015 წლის ბოლოს დაიძაბა, როდესაც თურქეთმა რუსული ბომბდამშენი Су-24 ჩამოაგდო. 2016 წლის ივნისში ერდოღანმა ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა, რის შემდეგაც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების აღდგენა დაიწყო.