სამართალი
მაღაზიაზე თავდასხმა მოხდა

tavdasxma-magaziaსაბურთალოს ქუჩის №32–ში მდებარე მაღაზიაზე თავდასხმა მოხდა. ცნობილია, რომ სავაჭრო ობიექტში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრაю იარაღის მუქარით მათ გამყიდველს ფული გამოსძალეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. თვითმხილველთა თქმით, ერთ–ერთი მძარცველი 25 წლამდე ასაკის მამაკაცია. მან მოლარეს თავდაპირველად სიგარეტი სთხოვა, შემდეგ კი იარაღით დაემუქრა. მძარცველებმა დაახლოებით 300 ლარი წაიღეს. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. საქმე "ყაჩაღობის" მუხლით აღიძრა. გამოძიებას ვაკე–საბურთალოს რაიონის პოლიცია აწარმოებს.