პუბლიკაციები
ჯორჯია, თბილისი, ამხანაგ თამარ კინწურაშვილს (“საქართველო და მსოფლიო“)

   31 მარტს ერთ ამერიკელ გოგონას 20 წელი უნდა შესრულებოდა, მისი დაბადების დღე იყო. კრისტიანა კოინარდი (Kristiana Coignard – იმედია ქართულად მის გვარს სწორად წარმოვთქვამ, თუმცა ეს გადამწყვეტი არ არის) 17 წლის იყო, როცა 2015 წელს პოლიციელებმა პოლიციის განყოფილებაში ჩაცხრილეს! ამბავმა ხალხში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ხელისუფლებამ, „თავისუფალიმედიის დახმარებით, სცადა გოგონა ფსიქიკურად შეშლილად გამოეცხადებინა და ამით შეემსუბუქებინა საპროტესტო ტალღის სიძლიერეხელისუფლების დახმარება ხომთავისუფალიმედიის წმიდათაწმიდა მოვალეობაა! მაგრამ, ვერც ხელისუფალნი და ვერც .. თავისუფალი მედია ვერ გაექცნენ კრისტიანას მეგობრების, მისი ოჯახის წევრების თუ ნათესავების განცხადებებსვერ გაექცნენ ვერც იმ ფაქტს, რომ 17 წლის, აღნაგობით სუსტი გოგონა არაფრით იყო შეიარაღებული საკუთარი, პატარა მუშტის გარდაჰაკერებმა პოლიციის სერვერები გატეხეს, სათვალთვალო ვიდეოკამერით გაკეთებული ჩანაწერი მის განადგურებამდე მოიპარეს და გაასაჯაროეს

ეს ამბავი ისეთი რეზონანსული იყო, რომ მოედო არა მხოლოდ ამერიკის ყველა შტატს, არამედ მსოფლიო მედიასაც. რაც შეეხება ჩვენს „თავისუფალ“ მედიას, მან „ზედმეტი ინფორმაციით“ არ გადაღალა ქართული საზოგადოება და სრული იგნორირება გაუკეთა მას. ალბათ, მიზეზი მარტივია – ეს შემზარავი ამბავი აშშ-ში მოხდა. ის რომ რუსეთში მომხდარიყო, აი, მაშინ ნახავდით ჩვენი „თავისუფალი“ ტელემედიის სრულ თავისუფლებას!

თუმცა, პოლიტიკა გვერდით გადავდოთ…

პირადად მე, ამ ტრაგედიამ ისე შემძრა, რომ დღესაც გულისტკენის გარეშე ვერ ვიხსენებ. წეღან, რაღაც ინფორმაციას ვეძებდი ინტერნეტით და სრულიად შემთხვევით, კრისტიანას მეგობრების მიერ, მის მოსაგონებლად შექმნილი ფეისბუკგვერდი გავხსენი. ეს გვერდი დღესაც არსებობს და აქტიურია – მასში დღესაც წერენ მოგონებებს მისი მეგობრები. ამ გვერდზე შემდეგი შინაარსის „სტატუსებს“ წაიკითხავთ: „დღეს არის კრისტიანას მე-20 დაბადების დღე. რამდენი მილოცვა შეეძლო მას მიეღო“, „ორი წელია, რაც კრისტიანა ზეცაშია. გვენატრები როგორც არასდროს, ჩვენო ძვირფასო ანგელოზო“, „გილოცავთ დაბადების დღეს ზეცაში“ და ა.შ.

სწორედ მისი ტრაგიკული სიკვდილით აღშფოთებულმა გადავწყვიტე წერილი სათაურით „დემოკრატიული ტერორი“ (რომლის ბმულსაც ქვემოთ გთავაზობთ) დამეწერა. შევეცადე ცოტათი მაინც გამეშიშვლებინა იმ ქვეყნის წესწყობილება, რომელიც მსოფლიოს ასწავლის დემოკრატიას და სამართლიანობას, კარნახობს როგორ იცხოვროს. არადა, ქვეყანაში, რომელშიც (მშრალი სტატისტიკის მიხედვით) ყოველ 8 საათში პოლიციელი ერთ ადამიანს კლავს, ქვეყანაში, სადაც ყოველწლიურად პოლიციელების ხელით 10-ჯერ მეტი მოქალაქე იღუპება, ვიდრე ტერორისტები კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს მთელ მსოფლიოში, ყველაფერი კარგად ნამდვილად არ არის. თუმცა, რა დემოკრატიაზე და სამართლიანობაზე შეიძლება ლაპარაკი კაპიტალიზმის პირობებში – კაპიტალიზმი და დემოკრატია ხომ ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია. კაპიტალიზმი ელიტური კლასისთვისაა, დემოკრატია კი – ხალხისთვის. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ – ვინც ფულს იხდის, დემოკრატიასაც ის უკვეთავს!

მაგრამ, მთავარი საკითხი, რომელსაც ახლა მინდა შევეხო, სულ სხვაა.

მაშინ ჩემს მიერ დაწერილი ეს წერილი გახდა საკმარისი მიზეზი, ჩემი სახელი „მედიის განვითარების ფონდის“ და „ამხანაგ“ თამარ კინწურაშვილის სპეცსიაში მოხვედრილიყო სტატუსით „ანტიდასავლური განწყობები“.

საფუძვლიანად შეისწავლეს რა წერილი, მასში სხვა ვერაფერი აღმაშფოთებელი ვერ ნახეს, გარდა შემდეგი სიტყვებისა: „სწორედ ამ პოლიციამ [რომელიც ამერიკელი ექსპერტების მონაწილეობით შეიქმნა] შექმნა ნიღბიანი, შეიარაღებული „ცხოველთა კასტა“ საკუთარ ხალხზე დასაგეშად“, რომლებშიც ვიგულისხმე 26 მაისის და 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენები და მასში მონაწილე პოლიციელები. ბიულეტენში, რომელიც კინწურაშვილის ორგანიზაციამ შეადგინა, ხაზგასმულია „ამერიკელი ექსპერტები“ – სწორედ ეს არის ის საკვანძო სიტყვა, რომლის გამოც ჩემი გვარის აღნიშვნა გახდა აუცილებელი.

რისთვისო, – იკითხავთ.

აბა, რა გითხრათ, რისთვის უნდა სჭირდებოდეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებულ „არასამთავრობო ორგანიზაციას“ საკუთარ მოსახლეობაზე ჯაშუშობა, ბიულეტენების და მოხსენებების შედგენა და მათი გადაცემა უცხოელებისთვის – შეაფსებები თქვენთვის მომინდია.

ალბათ, იმასაც იკითხავთ – რა, არ ეხმარებოდნენ ამერიკელი ექსპერტები სააკაშვილს პოლიციის რეორგანიზაციაშიო? ამით ხომ თავად მიხელ სააკაშვილიც ამაყობდა და არაერთხელ განუცხადებია საჯაროდ. რა თქმა უნდა, ეხმარებოდნენ! და თუ ეს დახმარება წარმატებული იყო (რაშიც ეჭვი არავის ეპარება), სწორედ ამ დახმარებით მივიღეთ ის პოლიცია, რომელმაც უმოწყალოდ დაარბია საკუთარი ხალხი.

თუმცა, საქმე ის კი არ არის, ეხმარებოდნენ თუ არა, ან უთქვამს თუ არა, – მთავარი ისაა, რომ კინწურაშვილის ორგანიზაციამ მედიის ვრცელი მონიტორინგი ჩაატარა, მიაგნო ამ წერილს და შეასრულა ის სამუშაო, რისთვისაც ფულს უხდიან!

არადა, ოდნავ მოაზროვნე ადამიანი ადვილად მიხვდება, რომ წერილში ნახსენებ „ცხოველთა კასტას“ ეროვნება და სახელმწიფო კუთვნილება არ გააჩნია – სულერთია, ეს „ცხოველები“ ამერიკელები იქნებიან თუ ქართველები, ფრანგები თუ ჩინელები, ინგლისელები თუ ბრაზილიელები… ადამიანი, თავისი არსებით, ცხოველია. მას სხვა ცხოველებისგან მხოლოდ მაღალგანვითარებული ინტელექტი განასხვავებს. ყოვლად განათლებულ და კულტურულ ადამიანსაც კი, ხშირად, ცხოველური ინსტინქტი ამოძრავებს – ასეთია ადამიანის ბუნება!

როგორ ვთქვა, რომ ავლიპ ზურაბაშვილი ცდებოდა, როცა საბჭოთა ეპოქაში ამბობდა: „ადამიანი, თავისი არსით, არის არა მხოლოდ ჰომოსაპიენსი, არამედ, უწინარეს ყოვლისა, არის ჰომომორალესი“.

არა, ის არ ცდებოდა, ის წინასწარმეტყველებდა. კაცობრიობა, თუ მას მომავალი აქვს, ადრე თუ გვიან, გარდასახვის სწორედ ამ ეტაპამდე მივა აუცილებლად. დღეს კი, მორალი ფეხქვეშაა გათელილი და, ამავდროულად, ყველაზე კარგად სწორედ ის იყიდება.

რამდენიმე დღის წინათ „საქართველო და მსოფლიოს“ საიტმა, უნებლიეთ, არასწორი ინფორმაცია გამოაქვეყნა – ახალგაზრდა ჟურნალისტმა მოიძია რუსულ ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ ამერიკის ერთ-ერთ მუზეუმში, კაცმა ცვილის ფიგურები გააუპატიურა და ის დაიჭირეს. ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია თარგმნა და საიტზეც ატვირთა.

„მედიის განვითარების ფონდმა“ არ დაიზარა მორიგი მონიტორინგი განეხორციელებინა და „ტყუილში ემხილა“ არაპროდასავლურად განწყობილი საიტის რედკოლექტივი. მოიძია ინფორმაციის ორიგინალი, ინგლისურენოვანი წყარო, რომელიც თავად აცხადებს, რომ ის შეგნებულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას (ქართული „ჩიტი ნიუსის“ მსგავსად) და ეს მამხილებელი „დოკუმენტები“ ფეისბუკში რეკლამის სახით გაავრცელა. სხვათა შორის, ეს რეკლამა რამდენიმე ჩემმა „ფეისბუკმეგობარმა“, მათდა სამარცხვინოდ, „გააზიარა“, ანუ გაავრცელა.

რატომ ჩვენდა სამარცხვინოდო – იკითხავენ ისინი, – გაუმარჯოს სიმართლესო, იტყვიან.

ერთია, როცა შეცდომის გასწორებისკენ პირადად მიგითითებენ, თუნდაც ეს „არასამთავრობო ორგანიზაცია“ იყოს, და მეორე, როცა ამ შეცდომას „მხილებას“ დაარქმევენ და ფულს გადაიხდიან მის გავრცელებაში – განათავსებენ რეკლამას სოციალურ ქსელში.

და, კაცმა რომ თქვას, რა შეიძლება ჩაითვალოს „მხილებად“? ის, რომ თითქოსდა ერთმა შეშლილმა ცვილის ფიგურები გააუპატიურა, ტყუილია? და, რატომ ვერ დაფიქრდნენ ის პოლიტიკურად თვითანგაჟირებული „მეგობრები“, რომ ამ „მხილების“ რეკლამირებაში ფული იყო გადახდილი, რომ სწორედ ეს რეკლამა ემსახურებოდა პოლიტიკურ მიზანს – არაპროდასავლურად განწყობილი საიტის „შავ პიარს“. არც იმაზე დაფიქრდნენ, რომ თავად იმ ინფორმაციას პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა, რომ ის ღიმილისმომგვრელი, „შეშლილი მსოფლიოსთვის“ დამახასიათებელი ამბავი იყო და მოხდა ის აშშ-ში, ინგლისში თუ ბრაზილიაში, მნიშვნელობა არ ჰქონდა.

არ დაფიქრდნენ… არც არის დასაძრახი – ისინიც არსებული საზოგადოების წევრები არიან. დღეს კი ჩვენი საზოგადოება ცარიელ ქვევრს წააგავს – რასაც ჩასძახებენ ტელეეთერით, იმასვე გაიძახის მთელი ხმით. ჯერ კიდევ ნაპოლეონი ამბობდა – საზოგადოებრივი აზრი მეძავი ქალივითააო.

რაც შეეხება ორგანიზაციას, რომელსაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები აფინანსებენ და რომლის უშუალო მოვალეობაა საკუთარი ქვეყნის საზოგადოების თვალთვალი, აღნიშნოს, ვინ რას წერს, ვინ რას ლაპარაკობს, შეადგინოს მოხსენებები და ანგარიში წარუდგინოს თავის დამფინანსებელს – მის წინაშე ჩვენი ხელისუფლება სრულიად უძლურია.

მსგავსი ორგანიზაციები მილიონობით დოლარით ფინანსდებაყოველწლიურად! მათი მთავარი ამოცანა საზოგადოებრივი აზრის კონტროლია.

და, რაღაა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, რომლის საზოგადოებრივ აზრს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები მართავენ?

ხელისუფლება ისე სუსტია, რომ აგერ, ახლახან, უფლება მისცა პოლიტიკურ გაერთიანებას, ფრიად ორიგინალური სახელწოდებით „გირჩი“, სექტა დაეარსებინა და მოქალაქეები მღვდლებად და ეპისკოპოსებად ეკურთხებინა (ამბობენ, სექტაში გაწევრიანებულებს გირჩებსაც ურიგებენ უფასოდო).

…და როცა ხელისუფლება უძლურია, დგება ხალხის ჯერი აღიმაღლოს ხმა და პასუხი გასცეს ყველა უმსგავსობას!

P.S. ვისაც გაინტერესებთ, რას ნიშნავს „დემოკრატიული ტერორი“, გთავაზობთ სწორედ ზემოხსენებულ წერილს.

გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“
ლევან ზანგურაშვილი