საზოგადოება
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საერთო სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისია მუშაობას დღეიდან დაიწყებს

   საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი.  საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილი სახალხო განხილვების 9-კაციანი საორგანიზაციო კომისია მუშაობას დღეიდან ოფიციალურად იწყებს. მის შემადგენლობაში პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები შედიან, რომლებიც იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვერ მოხვდა.

ეს არის საპარლამენტო ფორმატი, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტი. ამ განხილვებში მონაწილეობა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, საქართველოს პრეზიდენტიდან დაწყებული, ჩვენით დამთავრებული, მაგრამ საორგანიზაციო კომისიაში პრეზიდენტს არც უნდა ვაკადროთ, რომ მიიღოს მონაწილეობა.

რა ფორმა იქნება შერჩეული ამისათვის მისი სტატუსიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით. ეს პარლამენტის და პრეზიდენტის ურთიერთობის საკითხია წმინდა პოლიტიკურ დონეზე“, - განაცხადა ექსპერტმა თენგიზ შარმანაშვილმა.

განხილვები დააახლოებით ერთი თვე გაგრძელდება, მოგვიანებით შენიშვნები პარლამენტს დაუბრუნდება.