საზოგადოება
„თავისუფალი საქართველო” გარე მოვაჭრეების ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფას ითხოვს

   საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. “თავისუფალი საქართველო” ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„4 მაისს გლდანის ბაზრობასთან გაიმართა გარე მოვაჭრეების საპროტესტო აქცია.  რამდენიმე კვირის წინ თბილისის მერია მათ დაჰპირდა გარე ვაჭრობის შეწყვეტის სანაცვლოდ კეთილმოწყობილი ალტერნატიული ფართებით უზრუნველყოფას და 6 თვის ვადით მოსაკრებლებისგან გათავისუფლებას. გარე მოვაჭრეები დათანხმდნენ ამ პირობას და შეწყვიტეს უნებართვო საქმიანობა.

დღემდე ნარმანიას მიერ გაცემული პირობა არის შეუსრულებელი: ბაზრობაზე შეთავაზებული ფართები არის მოუწესრიგებელი და არ იძლევა კონკურენტულ გარემოში ვაჭრობის შესაძლებლობას, ასევე მოუწესრიგებელია მოსაკრებლის საკითხი.

“თავისუფალი საქართველო” ადმინისტრაციული განცხადებით მიმართავს თბილისის მერიას, შეასრულოს გარე მოვაჭრების მიმართ გაცემული დანაპირები. გადაწყვეტილება მიიღება 1 თვის ვადაში“.