საზოგადოება
„თავისუფალი საქართველო“ უსახლკაროებისთვის სოციალური სახლების დაკანონებას ითხოვს

   საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. “თავისუფალი საქართველო“ მიმართავს ეკონომიკის სამინისტროს, გლდანში, ყოფილი კერამიკის ფაბრიკის ჩასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს ფაქტობრივად დაკავებული ფართი უზუფრუქტის წესით - უვადო და უსასყიდლო სარგებლობაში გადაეცეს.

თბილისში 10 000-მდე ოჯახი ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში, ნანგრევებში, ანტისანიტარიაში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყლის გარეშე. ამ პრობლემის ერთადერთი გადაწყვეტა დედაქალაქში და რეგიონებში სოციალური სახლების ინფრასტრუქტურის შექმნაა, - აცხადებს “თავისუფალი საქართველო” და დასძენს, რომ ამ მოთხოვნით ადმინისტრაციული განცხადება უკვე გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც გადაწყვეტილებას 1 თვის ვადაში მიიღებს.